Архив новостей

15.04.2013

სამორინე „შანგრილა თბილის“-მა ბესტსელერების ავტორს ევგენი კოვტუნს უმასპინძლა



სამორინე „შანგრილა თბილის“-ში, სამტომეული გამოცემის - „აზარტი საბჭოთა ქვეყნებში,“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია ცნობილმა მწერალმა ევგენი კოვტუნმა ჩაატარა, რომელიც სახელმწიფო რეგულირების დარგში, ასევე აზარტული თამაშებისა და ლატარიების სფეროში, ცნობილი ექსპერტია.

წიგნი - „აზარტი საბჭოთა ქვეყნებში,“ პირველი გამოცემაა, რომელიც საბჭოთა მოქალაქეების გასართობი გატაცებების ცალკეულ მიმართულებას ეძღვნება და მასში აზარტულ თამაშებსა და ლატარიებზე, და ასევე სათამაშო ბანქოს წარმოების საქმიანობის ისტორიაზეა (სახელმწიფო საბანქო მონოპოლია) საუბარი. სამტომეული ეძღვნება სათამაშო და ლატარეის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას და ასევე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში, სათამაშო კარტების წარმოების ისტორიას.

პრეზენტაციის მსვლელობისას ავტორმა, საბჭოთა კავშირში აზარტული თამაშების განვითარების ისტორიული მაგალითები და იმ ეპოქის, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიები მოიყვანა. ისაუბრა აგრეთვე საქართველოში აზარტის ისტორიის შესახებაც.

სამტომეულის ავტორი, ევგენი ვიაჩესლავის ძე კოვტუნი, სათამაშო და ლატარიის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების დარგში ცნობილი ექსპერტია. არის სათამაშო ბიზნესის სამართლებრივი რეგულირებისადმი მიძღვნილი მრავალი წიგნის და სტატიის ავტორი. ევგენი კოვტუნის სტატიები გამოქვეყნებულია მასობრივი ინფორმაციის მრავალ საშუალებაში რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში და თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე (ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, პოლონურად, ბულგარულად, რუმინულად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, უკრაინულად, სომხურად, ქართულად, სპარსულად და ა. შ.).

დაწვრილებითი ინფორმაცია წიგნის შესახებ, შესაძლებელია იხილოთ საიტზე www.AzartvSSSR.ru.