Архив новостей

13.04.2013

ევგენი კოვტუნი საქართველოში აზარტულ თამაშებზე აგრესიული სარეკლამო კამპანიის შეზღუდვას მიესალმება


"ჯი-ეიჩ-ენი"   სათამაშო და ლატარეის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების დარგში ცნობილი ექსპერტი, ევგენი კოვტუნი საქართველოში აზარტული თამაშების მთლიანი აკრძალვის წინააღმდეგია, თუმც აგრესიული სარეკლამო კამპანიის შეზღუდვას მიესალმება. როგორც დღეს ევგენი კოვტუნმა საკუთარი წიგნის „აზარტი საბჭოთა ქვეყნებში" პრეზენტაციისას ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყველა ქვეყანა აკეთებს საკუთარ არჩევანს, თუმც აზარტულ თამაშებთან ბრძოლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი ლეგალიზება.

"ყველა სახელმწიფო ირჩევს თავის გზას. მაგრამ ზოგადი ტენდენცვიაა ასეთი, რომ აზარტულ თამაშებთან ბრძოლა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე მათი ლეგალიზება. იმიტომ, რომ აზარტულ თამაშებთან ბრძოლა - ეს არის ბიუჯეტის დანახარჯები და რეპრესიული მანქანის შექმნა"- აცხადებს ევგენი კოვტუნი.
ექსპერტი საქართველოში აზარტულ თამაშებზე აგრესიული რეკლამის აკრძალვის მომხრეა და მიაჩნია, რომ ამით მოგებული დარჩება როგორც საზოგადოებს ასევე მთავრობა.

"თუ კი საქართველოში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში აიკრძალება აზარტული თამაშების აგრესიული რეკლამა, ამით მოიგებს ყველა: ადგილობრივი მცხოვრებლებიც და მთავრობაც"- აცხადებს ევგენი კოვტუნი.
მასალის გამოყენების პირობები

http://www.ghn.ge/news-86853.html